პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ეს არის ინკვიზიციური კანონი

,,ეს არის ინკვიზიციური კანონი“ ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ,,რელიგიური გრძნობების შეურაცყოფის“ შესახებ კანონის ინიციატივას. შალვა ნათელაშვილი: _დაუშვებელია ამ კანონის მიღება. რელიგიური გრძნობების განმარტება ჯერ არცერთ თეოლოგს და არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მოუცია. ეს არის პიროვნების რწმენის საკითხი. ხშირადა ადამიანი თვითონ აყენებს შეურაცყოფას საკუთარ რელიგიურ გრძნობებს, როცა ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაში (ასეთი აზრები ყველას მოსვლია) და რა გამოდის, უნდა გაიქცეს პროკურატურაში და დაწეროს, ღმერთის არსებობაში ეჭვი შემეპარაო? ეს არის კორუმპირებული მეუფეების შეკვეთა, რომლებსაც უნდათ რომ ჰქონდეთ სრული ხელშეუხებლობა და დაამყარონ ინკვიზიცია, რომ ის ბიზნესები, რომელიც უკანონოდ აქვთ ხელში ჩაგდებული (ბიზნესი ღვთის მსახურების საქმე არაა), კრიტიკისგანაც კი დაცული იყოს. რელიგიური გრძნობები ირღვევა და ხელყოფილია მაშინ, როცა მეუფეები ბიზნესს იწყებენ. ესაა ღმერთის სახელით ვაჭრობა და უმძიმესი ცოდვა. (საპატრიარქოში თავშეფარებული ვასაძისნაირი ყაჩაღების ბიზნესი გადასახადებისან თავისუფალი არ უნდა იყოს.) პატრიარქმა რაც შეძლო გააკეთა, მაგრამ სინოდი დიდია. იქ არიან მართლა პატიოსანი, ღვთისმოსავი მეუფეები და არიან ისეთებიც, მართლა რელიგიური გრძნობების შეურაცყოფით რომ არიან დაკავებულები. რაღაც ასეთს იტყვი, რაც ახლა ვთქვი და რაც არის ობიექტური კრიტიკა და საქმეს აღგიძრავენ. ამიტომ, ამ კანონის მიღება დაუშვებელია. ეს არის შუასაკუნეობრივი ინკვიზიცისს დამყარება. მისი სერიოზულად განხილვაც არ ღირს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close