საზოგადოება
შავ ზღვაზე ქარბოლბალაა მოსალოდნელი

შავ ზღვაზე, კრასნოდარის მხარეში, 4-5 ივლისს ქარბორბალის წარმოქმნის საშიშროებაა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მაშველები მოსახლეობას ურჩევენ გარეთ არ გამოვიდნენ, ასევე ქუჩებში ყოფნის შემთხვევაში შენობა-ნაგებობებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ხეებს მოერიდონ.
რუსეთში უკანასკნელ პერიოდში უამინდობაა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
რუსეთში უკანასკნელ პერიოდში უამინდობაა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.