საზოგადოება

ნიკა მემანიშვილი: დაზარალებულები აცხადებენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს

ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:

_ რამდენი ბაზრობა დაიწვა, რონელიმე გამოიძიეს? ყველა შემთხვევაში ხანძარი გაჩნდა ღამით და მისი ლიკვიდაცია არ მომხდარა ობიექტების სრულ განადგურებამდე.
დღეს შევხვდით დაზარალებულ მოქალაქეებს და ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძრის კერა, დაზარალებულები.ამბობენ, რომ ეს ხანძარი სპეცსამსახურების მოწყობილია.

ვერც ნაციონალებს ვეღარ აბრალებენ, ვერც გაუსაძლის სიცხეებს, ამ ზღაპრების აღარავის სჯერა. ფაქტი ის არის რომ რამდენიმე თვის ინტერვალით ქალაქის ცენტრში იწვება სხვადასხვა ობიექტი, ზარალდება ათასობით ადამიანი და მათი ტრაგედიით ვიღაც ითბობს ხელს.

რამდენიმე დეტალს მოგახსენებთ თერგის ბაზრობის დაწვის შედეგად დაზარალებულთა მონათხრობიდან.

ამ ბაზარს რამდენიმე მოწილე ჰყავდა რომლებსაც ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტი. ერთ ერთ შესაძლო ვარიანტან შურისძიებას ასახელებდნენ დაზარალებულები.

მთავარი ეჭვი კი სპეცსამსახურებს უკავშირდება, აბსოლუტური უმრავლესობა დაზარალებულების ღიად აცხადებს რომ ამ ბაზარს ცეხხლი განზრახ გაუჩინეს, მიმდებარე ტერიტორიის ინტერესის გამო.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ცეცხლი ერთდროულად გაჩნდა ორ ლოკაციაზე, რაც მათ აფიქრებინებთ ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაზე.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ადგილზე უნდა ყოფილიყო დაცვის სამსახური, რომლის მომსახურებაშიც ისინი იხდიდნენ საკმაოდ სოლიდურ თანხას, თუმცა 112 ში ზარი არა მათგან არამედ გამვლეკისგან შევიდა დახლოებით 00:14 წუთზე. ხანძარი გაცილებით ადრე გაჩნდა.

დაზარალებულები საუბრობენ, რომ გადარჩენილი ობიექტები იძარცვება გარკვეული პირების მხრიდან, ისინი აცხადებენ რომ ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც აქვთ.

დამწვარია ობიექტის სამივე სართული, მათ შორის ავტოპაეკინგიც ნულ სართულზე, დამწვარია ათობით ავტომობილი. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა მეც მაქვს მომაწოდა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

რაც შეეხება ზიანს, როგორც დაზარალებულები აცხადებენ საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე.

ეს ადამიანები ითხოვენ შველას. ჩვენ ვითხოვთ ხელისყფლებისგან მათ დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა “თერგი” დაიწვა. შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ში გუშინ, 00:14 წუთზე შევიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close