სიღნაღის ამბები
,,ყოველ დღე ესაჭიროება 10 ადამიანი -დონორი. ამიტომ გთხოვთ, დაგვეხმარეთ”
სიღნაღელი ბიჭები საშინელ ავტოავარიაში მოყვნენ

ორი დღეა, სოციალური ქსელით, სიღნაღელი ახალგაზრდების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდები ავტოავარიაში მოყვნენ და ერთ-ერთის- გიორგი ჯავახიშვილის მდგომარეობა მძიმეა. ახლობლები ბიჭებისთვის სისხლს და ლოცვით დახმარებას ითხოვენ.
,,ახალგაზრდა სიღნაღელი ბიჭები მოყვნენ ავარიაში.ერთ მათგანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდმივად ესაჭიროება სისხლის გადასხმა. დღეს დაუგეგმავად ჩაუტარდა 2 ურთულესი ოპერაცია ტვინის ნახევარსფეროებზე, და დარჩა კიდევ 7. ყოველ დღე ესაჭიროება 10 ადამიანი -დონორი. ამიტომ გთხოვთ დაგვეხმარეთ.
მიიღება ყველა ჯგუფის სისხლი. ვისაც დახმარება შეგიძლიათ: ქავთარაძის 44 ნომერში გიორგი ჯავახიშვილის სახელზე ჩააბარეთ სისხლი” _ წერს ანა სიფრაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.