საზოგადოება

,,ყოველთვის, როცა ნაგვის ურნაში მომზირალ ადამიანებს დავინახავ, ბატონო ბიძინა, თქვენ მოგიკითხავთ…”

,,თქვენ ვერსად წახვალთ! ძალიანაც გინდათ, მაგრამ..."

ბატონო ბიძინა, ვერსად წახვალთ! ძალიანაც გინდათ, მაგრამ…
ყოველთვის, როცა ნაგვის ურნაში მომზირალ ადამიანებს დავინახავთ, თქვენ მოგიკითხავთ…
ყოველთვის, როცა მშიერი ბავშვები, გაყინულ სახლებში, ცარიელ ქვაბებში ჩაიხედავენ, მათი მშობლები თქვენ გაგიხსენებენ…
ყოველთვის, როცა მაღაზიაში შესული მოხუცი დახლიდან პროდუქტს აიღებს და რამდენიმე წუთში უკან დააბრუნებს რადგან გაიაზრებს, რომ შემდეგ დღეებში პურსაც ვეღარ იყიდის, მაშინაც თქვენზე ამოიოხრებს…
ყოველთვის, როცა ადამიანები ექიმის დანიშნული რეცეპტიდან მხოლოდ იმას იყიდიან აფთიაქში რასაც გაწვდებიან, თქვენი სახელი იმ სიმწრით დაჭმუჭნულ რეცეპტებზეც ამოიკითხება…
ყოველთვის, როცა დამცირებული ადამიანები სარკეში ჩაიხედავენ, ყველგან თქვენი ჩრდილი იქნება, როგორც ,,შემოქმედის”…
ყოველთვის, როცა …
ყოველთვის, როცა …
ბატონო ბიძინა, ვერსად წახვალთ!
თეონა ჭალიძე- ,,სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი ლიდერი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close