საზოგადოება

ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გააჩერდებიან

დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. კახა კალაძის თქმით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გააჩერდებიან.

როგორც კალაძემ დასძინა, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე იმსჯელა და შესაბამისი გეგმაც მზად არის.

“გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს”, – თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსსაც დაავალა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close