,,ყველა საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ შემოდგომაზე საქართველოში დავაყენოთ გაზაფხული”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ ქართულ ოპოზიციას აქვს თანამშრომლობის უპრეცედენტო, გრანდიოზული გამოცდილება, რამაც უკვე მოიტანა ისტორიული შედეგები. მონგრეულია ოლიგარქიულ-მაჟორიტარული სისტემა, ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, გათავისუფლდა პოლიტპატიმართა დიდი უმრავლესობა, რეჟიმის მეთაური ივანიშვილის სანქცირების კანდიდატია დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ შემოდგომაზე საქართველოში დავაყენოთ გაზაფხული.
დარჩენილი 30 მაჟორიტარული ოლქი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას მოითხოვს. არც ისაა დასამალი, რომ ხშირად, ერთ პარტიაში ჭირს კანდიდატურების შერჩევა, სიების შედგენა, აღარაა საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, საიდანაც უმეტესობას ინტერესები აქვს, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ უმრავლეს ოლქებში შევარჩიოთ საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა და მე მიხარია, რომ ჩემი პოლიტიკური კოლეგები ამას შესანიშნავად აცნობიერებენ. ვიმეორებ, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაიხაროს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მომავალმა და ეს ყველას გაცნობიერებული გვაქვს.
მოგეხსენებათ, ოპოზიციის არნახულმა თანამშრომლობამ მართლაც უპრეცედენტო შედეგები დააყენა. რაც საქართველოს დაატყდა ამ ერთი საუკუნის მანძილზე, მისი ძირითადი მიზეზი პარტიული განხეთქილება და ქვეყნის მთავარ ტკივილებზე და განვითარებაზე საერთო ენის ვერპოვნა გახლდათ. 1921 წელსაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლამ შეიწირა საქართველოს დამოუკიდებლობა; გასული საუკუნის 90-იან წლებშიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ატეხილი დაპირისპირება გახდა შემდეგ ტანკებით გამოსვლის, ტერიტორილი მთლიანობის რღვევის, სამოქალქო ომის გაჩაღების საფუძველი; 2012 წელს ოლიგარქიულ ივანიშვილის მოსვლა წორედ იმით იყო განპირობებული, რომ პოლიტიკურმა კლასმა და ფენამ ვერ შევაჩერეთ ეს პროცესი, ვერ მოვილაპარაკეთ ერთმანეთში, რომ ქვეყანას უნდა მართავდნენ პოლიტიკოსები და არა ოლიგარქები და ვაჭრები, არა მოგებაზე ორიენტირებულები, არა საყდრისის ამფეთქებლები, კრიმინალები, ნარკოტიკის გამყოდველები, ბიტკოინის ავანტურისტები. ეს ვერ მოვახერხთ და ნაწილი ოლიგარქს ჩაუჯდა ნავში, ნაწილი აქეთ დარჩა. დღეს, ეს გამოცდილებით დაბრძენებული პოლიტიკური სპექტრი მოწოდების სიმაღლეზეა და არ დაუშვებს, რომ ქვეყანას კიდევ დაუდგეს რამე განსაცდელი.
განსაკუთრებით უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტას, კონგრესს, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ფინანასთა სამინისტროს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ მათ არჩევანის დროს არჩევანი ქართველ ხალხზე გააკეთეს, გვერდში დაუდგნენ ქართულ საზოგადოებას, საქართველოს და არა ხელისუფლებას. ჩვენი ბრძოლის ყველაზე დიდი მოვლენაა აშშ-ს მთავრობაში სენატორ კრუზის და სენატორ-კონგრესმენთა ჯგუფის წერილი, რომელიც უკვე დარეგისტრიტებულია ამერიკის მთავრობაში, რაც ნიშნავს იმას რომ ბიძინა ივანიშვილი მხილებულია რუსეთის სპეცსამასახურებთან და ირანთან თანამშრომლობაში, საერთაშორისო სანქციების დარღვევაში და ის გახლავთ სანქცირების კანდიდატი. ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ჩაყრილია ფუნდამენტი იმისთვის, რომ რომ ყველა პრობლემას, რაც გველოდება, გადავლახავთ, ეს იქნება მაჟოროიტარულ ოლქებში თანამშრომლობა, შემდგომი კოალიციის პარამეტრების მოხაზვა, საქართველოს გამოყვანა ამ უმძიმესი კრიზისიდან, ხალხისთვის სასუნთქი არეალის მიცემა, ბიზნესის ამუშავება, განათლების ფეხზე დაყენება, ჯანდაცვის გარდაქმნა, სამუშაო ადგილების შექმნა, თუ პენსიების გაზრდა, ყველა იმ დაპირების შესრულება რასაც ეს წლები პოლიტიკოსები და თუ არაპოლიტიკოსები იძლეოდნენ და მერე ხსნიდნენ, რატომ ვერ შეასრულეს.