სხვა

„ყბა გვერდზე რატომ გაურბის და სახის ასიმეტრია აქვსო“

დავით ლაპიაშვილმა მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა

დღემდე არ წყდება საზოგადოების ყურადღება მარიამ კოხრეიძის მიმართ, რომელსაც თურქეთში სახეზე რთული ოპერაცია ჩაუტარეს – „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.
.
დავით ოქროპილაშვილი, რომელმაც მარიამის ოპერაციისთვის თანხა შეაგროვა და თურქეთშიც ახლდა, პერიოდულად გოგონას შესახებ გამომწერებს ინფორმაციას აწვდის.
„ყბა გვერდზე რატომ გაურბის და სახის ასიმეტრია აქვსო, წერდნენ კომენტარებში… მინდა,   ყველას გიპასუხოთ“, – ასე მიმართა დავით ოქროპილაშვილმა თავის გამომწერებს და მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მარიამი რეაბილიტაციას ისევ გადის და ეს ყველაფერი ოპერაციის თანმდევია. ფიზიოთერაპიით და სხვა პროცედურებით კი ყველაფერი თანდათან ალაგდება.
„ძალიან ბევრი წერდით, რომ ბოლო პერიოდში მარიამს ხშირად ვერ ხედავდით. მესმის თქვენი, რომ ყველანი ღელავთ და ფიქრობთ მარიამზე. უბრალოდ ყველა პროცედურის გადაღება და სულ ერთი და იგივე კადრების ტრიალი არ არის საჭირო… როცა რაღაც მნიშვნელოვანი იქნება, გაჩვენებთ აუცილებლად…
კარგად მიმდინარეობს ფიზიოთერაპიის კურსები და დღითიდღე უმჯობესდება მისი მდგომაროება“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close