სამართალი და კრიმინალი

ყაჩაღობა რუსთაველზე _ მოძალადე დანის მუქარით აზერბაიჯანის მოქალაქეს ფულს ართმევდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვეითმა-პატრულებმა ბრალდებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს ართმევდა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close