საზოგადოება

,,ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია და ამ დროს ცხადდება 29 მილიონიანი ტენდერი ,,მარშუტკების” შესაძენად”

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტის ასოციაციის პრეზიდენტი:

_ მიმართვა თბილისის მერიას: გადარიცხეთ 29 მილიონი დახმარების ფონდში!

კორონავირუსის გამო მთელი ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია და ეპიდემიის გადავლის შემდეგაც დიდხანს ვიქნებით კრიზისში. ამ დროს ცხადდება 29 მილიონიანი ტენდერი “მარშუტკების” შესაძენად. “მარშუტკების”, როგორც საზ-ტრანსპორტის განვითარება ნიშნავს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესებას, ეწინააღმდგება ყველა წარმატებული ევროპული ქალაქის გამოცდილებას.

❗️თქვენ აპირებთ მილიონები დახარჯოთ არამიზნობრივად მაშინ, როდესაც ხალხი შიმშილობს ან შიმშილის ზღვარზეა. და თუ ამას მაინც გააკეთებთ, ეს იქნება დანაშაულის ტოლფასი ქმედება!

Related Articles

Back to top button
Close