მსოფლიო

„ყავა ხრეშატიკზე“ – კიევში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება

უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია „ყოველკვირეული პოლიტიკური აქციებისგან და სხვადასხვა შენობის შტურმებისგან“ განსხვავებული აქცია გამართონ.

მიტინგის მონაწილეებს არ უჭირავთ პოლიტიკური პარტიების დროშები, არ ისმის ლოზუნგები. მაიდანზე მიმდინარე აქციის სახელწოდებაა „ყავა ხრეშატიკზე“. მასში მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იური ბირიოკოვი. მაიდანზე მისულებს ყავით და Roshen-ის პროდუქციით უმასპინძლდებიან.

აქციას უკვე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მსგავსი დემონსტრაციები მის წინააღმდეგ შევარდნაძემაც მოაწყო, „თუმცა შემდეგ მას სამარცხვინოდ მოუწია თანამდებობის დატოვება“, – წერს ოდეისს ოლქის ყოფილი გუბერნატორი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close