საინტერესო
ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, შესყიდულ 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარს სახელმწიფო გადაუხდის
სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს:
რთველი-2021 წლის ფარგლებში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განვახორციელებთ!
მევენახეების მიერ მოწეული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.
სუბსიდიის მისაღებად, კომპანიამ უნდა შეისყიდოს და გადაამუშაოს არანაკლებ 100 (ასი) ტონა რქაწითელი ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი.
ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: შესყიდულ 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი.