საზოგადოება

ღვარცოფი მოვარდა ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე

ძლიერი წვიმის შედეგად, ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფ. მუგუდასთან ღვარცოფული პროცესი გააქტიურდა, რის შედეგადაც საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეწყდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ანალოგიური პროცესი განვითარდა აღნიშნული გზის 65-ე კმ-ზე, რასაც მოჰყვა ჯომარდობის ბაზისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტის დაზიანება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს და შეაფასეს პროცესი. რის შედეგადაც შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

იმედი


Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close