საზოგადოება
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში, ტერიტორიაზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა მოეწყოს, სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართუ ჯგუფის” პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ქვაბული ითხრება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.