ჯანდაცვა
ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მედიკამენტებზე 50%-იანი ფასდაკლება შეეხებათ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ახალი ეტაპი იწყება.3 სექტემბრიდან იზრდება მოსარგებლეების წრე და მათ რიგებს ახალი კატეგორიები დაემატება. ესენია: ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერები და შშმ პირები.
აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50% და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ, რომელიც გავრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული მედიკამენტების ჩამონათვალს, ასევე, ფასებსა და მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად განსაზღვრულ პროცედურებს აქვეყნებს.
ვრცლად იხილეთ:
https://goo.gl/K8Kgim