,,ქვეყნის, დედა ეკლესიის, ჩემი ოჯახისა და ჩემს ღირსებას ისე დავიცავ, როგორც შეეფერება მანდილოსანს”
ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
_ რთული წარმოსადგენი არ არის ის ზეწოლა, რომელსაც ხელისუფლებასა და საპატრიარქოზე ახორციელებენ, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, თავი ჩვენს მეგობრებად და სტრატეგიულ პარტნიორებად რომ მოაქვთ. ისიც აშკარაა, რომ წელს მადა საგრძნობლად მომატებიათ.
2013-ის 17 მაისს მეტრო თავისუფლების მოედანთან ჰქონდა პოლიციას კორდონი გაკეთებული. მოედნისკენ მხოლოდ ჟურნალისტებს უშვებდნენ და მეც ამით ვისარგებლე. მოლაპარაკებები ღია ცის ქვეშ, იქვე მდებარე სასტუმროს წინ მიმდინარეობდა. საპატრიარქოდან მეუფე იაკობი და რამდენიმე სასულიერო პირი დავინახე. ბუნებრივია, მათთან ახლოს მისვლა უხერხულად ჩავთვალე და იქვე ახლოს მყოფ ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. ითხოვენ, რომ გადაგვარებული ორიენტაციის მქონე პირებს თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთით გავლის საშუალება მივცეთ, რა დროსაც საელჩოები ფოტოებს გადაუღებენ და ამით ყველაფერი დასრულდებაო.
ის დღე როგორ და რით დასრულდა, აქ ამის შეხსენება ზედმეტია, მაგრამ წელს ვითარება გაცილებით გართულებული, რომ არის და დიპლომატიური კორპუსი ულტიმატუმებით, რომ საუბრობს, ეს ცხადია. ჩვენი ხასიათი და ბუნებაც შესანიშნავად იციან და აქამდე ათი ადამიანი თუ აპირებდა ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას, ახლა ათი ათასად რომ გადავიქცევით, ამასაც მშვენივრად უწყიან, მაგრამ არ გვერიდებიან.
მე ჩემი ქვეყნის, დედა ეკლესიის, ჩემი ოჯახისა და ჩემს ღირსებას ისე დავიცავ, როგორც შეეფერება მანდილოსანს და როგორც ამას ვითარება მიკარნახებს.