საზოგადოება

,,ქვეყანა რომ დაიქცა და გაუბედურდა, საპატრიარქო ამაზე რატომ არ აწყობს მსვლელობებს?”_  მე არ ვაპირებ ჩარბენას რუსთაველზე 17 მაისს!

   ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას ეხმიანება.

,,არ სჭირდება ოჯახს “სიწმინდის დღის” დაწესება, კოლექტიური ბოგინი რუსთაველზე და ხელის მტევნებზე დაღვენთილი სანთლები. შიმშილით და გაჭირვებით გატანჯულ ოჯახებს დაეხმარონ, გააძლიერონ და რამენაირად თავად დაიცავენ საკუთარ გულებში, ბუდეში ოჯახის სიწმინდესა და სიყვარულს. გაფხორილ მდიდრებს და “გასვეტებულებს” ასწავლეთ ეგ თქვენი ფარისევლური “ოჯახის სისპეტაკე”. ადამიანს ღმერთის სიყვარული, ოჯახის სიწმინდე და პატიოსნება გულში უნდა ჰქონდეს!! ერთი საყოველთაო სიყვარულის დღე აბედნიერებს ადამიანებს და მეორე კიდევ ეგ რაღაც გაურკვეველი მსვლელობები წინ და უკან.. მრევლშიც ხომ ძირითადად სულ მეოჯახე, მოსიყვარულე მორწმუნეები გყავთ. ტაძარიდან რომ გადიან, მერე რომ უცებ ავიწყდებათ ოჯახის სიწმინდეც, სიყვარულიც, სიკეთის კეთებაც და ღმერთიც.

 მე არ ვაპირებ ჩარბენას რუსთაველზე 17 მაისს!! ვიცი მანდ ისეთი მადლი იტრიალებს ყველას გვეყოფა. ქვეყანა რომ დაიქცა, დაინგრა და გაუბედურდა, საპატრიარქო იმაზე რატომ არ აწყობს მსვლელობებს?, თუ სამშობლო სიწინდეებში არ გადის??” _ წერს სოციალურ ქსელში ქეთი დოლიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close