მსოფლიო

ქემერში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთის კურორტ ქემერში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

ამის შესახებ საზოგადოებრივს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 14-მა ადამიანმა კვამლის ინტოქსიკაცია მიიღო.

ქემერში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა და სასტუმროს დანარჩენ ნაწილსაც მოედო.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close