საზოგადოება

ქეთი უტიაშვილი: თბილისის ცირკის შენობა იყიდებაო და თუ ეს მართალია…

,,თბილისის ცირკის შენობა იყიდებაო და თუ ეს მართალია, ბავშვებს ამ ერთადერთ და საყვარელ გასართობ ადგილს ( ზოოპარკი ისეთ მდგომარეობაში ჯობია არ წაიყვანო ბავშვი) რომ წაართმევ და იქ სასტუმროს და რესტორნებს გააკეთებ, მერე შენ მელაპარაკები ქვეყნის სიყვარულზე? არ გვინდა ბატონო,უფრო დიდი სიკეთის განადგურების ხარჯზე ამდენი რესტორანი და სასტუმრო, საკმარისია! ნუთუ არ გვაქვს უფლება გვქონდეს ის რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირდება?” _ განაცხადა ადვოკატმა ქეთი უტიაშვილმა.

   შეგახსენებთ, რომ თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე სააგენტო Colliers International Georgia ავრცელებს. აღნიშნული უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა ხუთ სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის, ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზისა და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, სააგენტოს საკუთარ გვერდზე ინფორმაცია ამის შესახებ მითითებული არ აქვს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close