პოლიტიკა

,,ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს მიზნობრივად ძაბავენ ივანიშვილ-ალიევ-პუტინის რეჟიმები”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ სამარცხვინო და დასაგმობია ის, რაც ე.წ. სტატუსად დაწერა ბოლნისის სოფ.მუშევანში მომხდარ ექსცესთან დაკავშირებით, რუსულ— ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ექსთავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  ვაკის ბიძინისტური ფრაქციის ცნობილმა სახემ, ზაზა აბაშიძემ.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ქართულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებს მიზნობრივად ძაბავენ ივანიშვილ–ალიევ –პუტინის რეჟიმები. აღნიშნული პროვოკაციაც მთლიანად ჯდება მიმდინარე პროცესებში. მთავრობები მოდიან და მიდიან. მჯერა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობას ვერაფერი შეარყევს.

Related Articles

Back to top button
Close