საზოგადოება

ქართული უნივერსიტეტი პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ანდრიაძის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე განცხადებას აქვეყნებს:
,,როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პრეზიდენტობის 39 -ე კანდიდატად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა ბატონმა გიორგი ანდრიაძემ, რომელსაც რიგი საინფორმაციო საშუალებები მოიხსენებენ, როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. განვმარტავთ, 2018 წლის 31 იანვარს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ დამტკიცებული ქართული უნივერსიტეტის მართვა-გამგეობის დებულებით უნივერსიტეტში გაუქმებულია სამეთვალყურეო საბჭო, შესაბამისად, 2018 წლის 2 თებერვლიდან ბატონი ანდრიაძე განთავისუფლებულია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.
სერგო ვარდოსანიძე
ქართული უნივერსიტეტის რექტორი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close