საზოგადოება

,,ქართველი ,,მოჯაჰედები” მძიმე მდგომარეობაში არიან”

“კვირის პალიტრისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქეები – პანკისის ხეობის მკვიდრი მეუღლითა და ორი მცირეწლოვანი ბავშვით. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

,,მას შემდეგ, რაც “ხალიფატი” სირიის და ერაყის ფრონტებზე ზედიზედ მარცხდება, მის რიგებში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვება რთულდება. 2016 წლის 16 ივლისს “ჟღალი გენერლის””(თარხან ბათირაშვილი) სიკვდილის დადასტურების მერე ქართველი “მოჯაჰედების””მდგომარეობა “ხალიფატში” მკვეთრად შეიცვალა. სამხედრო მინისტრად ტაჯიკი გულმროდ ჰალიმოვის დანიშვნის შემდეგ “ჯურჯები” (გურჯები), რომლებიც ძირითადად თავმოყრილი იყვნენ ქალაქ რაყაში, სხვადასხვა ფრონტზე გაგზავნეს, რამაც მოგვიანებით მათ შორის ურთიერთობა შეუძლებელი გახადა. დღეს სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე არაფერი იციან არც სირიაში და არც პანკისის ხეობაში, სადაც, უკვე რამდენიმე თვეა, ოჯახს არავინ დაჰკავშირებია. როცა ბოლოს დარეკეს, ესღა თქვეს – ,,არ ჩამოხვიდეთ!” რაც ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, რომ ქართველი “მოჯაჰედები” იქ მძიმე მდგომარეობაში არიან.

სამწუხაროდ, არავინ იცის, რამდენი ჩვენი მოქალაქე დარჩა მოსულში, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. ნაკლებია იმის შანსიც, რომ დაღუპვის შემთხვევაში მოხდეს მათი იდენტიფიცირება, რადგან მოსულის ქუჩებსა და მიწისქვეშა გვირაბებში ასეულობით ცხედარია, ზაფხულის ხვატის გამო ქალაქი უკვე ეპიდემიის ზღვარზეა, ამიტომ გარდაცვლილებს მეტწილად საერთო საფლავში განურჩევლად კრძალავენ.

მოსულის გარდა ქართველი “მოჯაჰედების” ლოკაციის ადგილი რაყაა. ჩვენი ინფორმაციით, ბევრია დაჭრილი. მათ შორის “ჟღალი გენერლის” პირადი დაცვის წევრი აჰმად ალ გურჯი და “ხალიფატის” ყოფილი იუსტიციის მინისტრი”ადამ ალ შიშანი (ფეხი დაკარგა), ალ ბარა ალ შიშანი, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო დაჭრილი და თურქეთში მკურნალობდა(?!).

“ისლამური ხალიფატის” ე.წ. აჭარული ფრთა (ამ 4-5-კაციანი დაჯგუფების ლიდერია თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმად ჯურჯი) რაყასთან, მდინარე ევფრატის მიდამოებში იმყოფება. ქართველ “მოჯაჰედებს” ხშირად არა აქვთ საკვები და მედიკამენტები. ბოლო რამდენიმე თვეა, “ისლამურ ხალიფატში” ჩვეულებრივი ამბავია უფულობა და გაუსაძლისი პირობები. თავის მოკვეთის და ცოცხლად დაწვის (ასე სჯიან დეზერტირებს) შიშიც კი ვერ აკავებს მეომრებს, რომლებიც ხელსაყრელ მომენტში “ხალიფატიდან” გარბიან და ტყვედ ბარდებიან…
კარგა ხანს არაფერი იყო ცნობილი თამაზ ცათიაშვილის (თარხან ბათირაშვილის ძმის) შესახებ, რომელიც “ხალიფატის””კონტრდაზვერვის შეფი იყო. ჩვენი ინფორმაციით, “ჟღალი გენერლის” ძმა ავღანეთში იმყოფება”.

წყარო:http://npa.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close