საზოგადოება

,,ქალებს არაცნობიერად ისიც შურთ, რომ სხვა ქალს კლავენ”_ მკვლელები ქალებში მხარდაჭერას პოულობენ

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის დედის ინტერვიუებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით კი ქალბატონების აღშფოთება გამოიწვია. ისინი შვილმკვდარ დედას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მამაკაცს, რომელსაც მანამდე ოთხი ცოლი ჰყავდა, არ უნდა გაჰყოლოდა ცოლად და საკუთარი ,,თავგადასავლებისთვის” შვილი არ უნდა გაეწირა. ეს ის სიტუაციაა, როცა ,,სხვა, სხვის ომში ბრძენია”. დამეთანხმებით, სხვისი განსჯა ადვილია, თუმცა თანამედროვე საზოგადოებას, სწორედ ჭორაობა და სხვისი განკითხვა ხიბლავს. უფრო სწორად კი, ართობს.

არავინ იცის, რეალურად რა და როგორ იყო. ან რა ცეცხლი ტრიალებს გარდაცვლილი, ულამაზესი გოგონას გაუბედურებული დედის გულში, რა იქნება შემდგომ და ა.შ. აღნიშნული საკითხით ,,ქალთა აღშფოთებაზე” ფსიქოლოგი  ნათია ფანჯიკიძეც აკეთებს კომენტარს.

ნათია ფანჯიკიძე:

_ ხანდახან ქალებს არაცნობიერად ისიც შურთ, როცა სხვა ქალს კლავენ. გშურდათ კარმენის? რა გშურდათ? მისი თავისუფალი ნება, თუ ის, რომ იმდენად მომაჯადოებელი იყო, იმდენ ვნებას იწვევდა, მოკლეს. იქნებ ორივე ერთად? ხანდახან ქალები იმედგაცრუებული რჩებიან, თუ ქალს არ კლავენ, კიდევ უფრო იმედგაცრუებული, თუ ქალი თავს არ იკლავს. ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში. ამიტომაც არსებობენ ესესელი ქალები თუ ზონდერ-ქალები ნებისმიერ დროს და უხვად.
ყველა ქალი, რომელსაც მსხვერპლზე გადააქვს დანაშაული, მკვლელი არაა, უბრალოდ მშიშარაა. იმდენად ეშინიათ, მსხვერპლი არ გახდნენ, რომ მიზეზს ეძებენ, რომელსაც “თუ არავის მისცემენ, გადარჩებიან”. თუმცა მეორე მხრივ, ყველა მხდალი პირდაპირ თუ ირიბად, მკვლელია.
არ არსებობს მიზეზი, რომელიც ვინმეს თქვენი მოკვლის უფლებას ანიჭებს. ნუ ჩხრიკავთ მიზეზებს და მოიშორეთ უმწეობა.
“ადამიანი მტაცებელი ცხოველია, დანარჩენი ყველაფერი მლიქვნელობაა” – მაქს ფრიში.
გაგიკვირდებათ და ჩვენც ადამიანები ვართ, მაშასადამე მტაცებლები. ხოდა არავის აჩვენოთ შიში და ტკივილი, ეს მოძალადეში არ იწვევს სიბრალულს, მეტად აღვიძებს სადისტს. აჩვენეთ ბრაზი და ეშვები. ის ყველას გვაქვს, საკმარისად ბასრი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close