საზოგადოება

სამართალდამცავებმა მონრეალის პორტში კონტეინერში მჯდომი ქართველი არალეგალები იპოვეს

მონრეალის პორტში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქართველი არალეგალები იპოვეს. ოთხი უკანონო ემიგრანტი ერთ-ერთ კონტეინერში აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა, ოთხივე “არალეგალი”არის საქართველოს მოქალაქე. ,,კონტეინერების ბინადრებს” ექიმი დასჭირდათ, რადგან  მგზავრობის დროს წყლისა და საჭმლის უკმარისობამ მათ ორგანიზმში გამოიწვია დისბალანსი. ოთხივე არალეგალი  ნახევრად გონებადაკარგული გადაიყვანეს საავადმყოფოში.  მათ სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება.

ცნობილია ისიც, რომ კონტეინერში მყოფი მამაკაცები 30-დან 35 წლამდე არიან. კონტეინერი, რომელშიც ისინი აღმოაჩინეს გადაჰქონდა OOLL Montreal-ის გემს, რომელიც შევიდა გამბურგში პორტში. გერმანიიდან გემი დაახლოებით სამი კვირის წინ გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კანადის წარმომადგენელი Orient Overseas Container Line(OOCL) ტორონტოში ატარებს შიდა გამოძიებას, კანადის სააგენტოს თანამშრომლებთან და საზღვრის მომსახურების სააგენტოსთან ერთად. სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევას განიხილავენ, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არაკანონიერად შესვლის ორგანიზებას.

სალომე მგელიაშვილი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close