ჯანდაცვა

,,ექიმებს სამსახურში მოსასვლელი ფულიც არ აქვთ!”_ საპარტნიორო ფონდის საქმენი საგმირონი

,,ექიმებს სამსახურში მოსასვლელი ფულიც არ აქვთ!

ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს;
ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი;
ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია.
ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ.
მედიკოსთა პროტესტის ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფოც ირიცხება.
ონკოლოგიის საავადმყოფოს ექიმებს 6 თვეა ხელფასები არ აუღიათ;
მათი თქმით, სამსახურში მოსასვლელი ფულიც არ აქვთ და პაციენტებს ვეღარ მოემსახურებიან.
საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც.
მათი განცხადებით, ხელფასების გაცემის თაობაზე მედპერსონალს დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებოდა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ბარათაშვილი.

ონკოლოგიურ საავადმყოფო მას შემდეგ ასეთ სავალალო დღეშია, რაც ის საპარტნიორო ფონდს გადააბარეს ,,მოსავლელად”. თავდაპირველად, იმედები დიდი იყო და მედპერსონალსაც ჰპირდებოდნენ საავადმყოფოს ევროპულ დონეს, თუმცა ფონდმა საავადმყოფოს განადგურებაზე უფრო იზრუნა, ვიდრე შენებაზე. ამიერკავკასიაში ონკოლოგიის უდიდესი ცენტრი, წარმატებული და სახელგანთქმული სკოლა გაანადგურეს საპარტნიორო ფონდის სახელით და მიწასთან გაასწორეს.

euronews.ge ორიოდე წლის წინ წერდა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. წაიკითხეთ ეს სტატიები, სიტუაცია დღესაც იგივეა.

როგორ ჩაიგდო ხელში საპარტნიორო ფონდმა ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი და რა ხდება იქ

მშიერ შვილებზე მოფიქრალი ონკოლოგიურის მედპერსონალი, როგორ შეძლებს ავადმყოფზე ზრუნვას? (სკანდალი)

,,ძალიან მალე ლისის ტბასთან ონკოლოგიური საავადმყოფო აღარ იარსებებს” _ საგანელიძის ,,ღვაწლი” აქაც ჩანს

Related Articles

Back to top button
Close