საზოგადოება
ფოთის ბაზრობის დაზარალებულებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, გზა სამართალდამცველების ჩარევის შედეგად გაიხსნა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისათვის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს.
დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.