მსოფლიო

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მუქარის წერილი და ტყვია გაუგზავნეს

უცნობებმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვანგელის გრამენოსს მუქარის წერილი გაუგზავნეს, რომელთან ერთადაც კონვერტში ტყვია იყო მოთავსებული, – იტყობინება სააგენტო AFP.

პაკეტი, რომელშიც სამგვერდიანი წერილი და 9-მილიმეტრიანი ტყვია იდო, ათენში ფედერაციის ოფისში პარასკევს მიიტანეს. ამანათი გრამენოსის თანაშემწემ გახსნა, რადგან პრეზიდენტი იმ დროს ოფისში არ იმყოფებოდა.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარი ფედერაციის ხელმძღვანელზე ტერორისტული შეტევის მცდელობად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციის ახლადარჩეულ ხელმძღვანელობას არ ეშინია და დაასრულებს ბერძნულ ფეხბურთში დაწყებულ რეფორმას.
საბერძნეთის პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

გრამენოსი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამა წლის აგვისტოში აირჩიეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close