,,ხვალ, 7 ივნისს, 16:30 საათზე “ივანიშვილის იმედის” ტელევიზიასთან, “ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ს კორიდორს ვაორგანიზებთ ! “მაუდის” ხანშიშესულ, მოტყუებულ და უსახსროდ დატოვებილ, ყოფილ თანამშრომლებთან ერთად ! მოგიწოდებთ თითოულ თქვენგანს, ვინც ასევე დაიღალა ან მით უფრო დაზარალდა ამ “ტელევიზიის” სამთავრობო პროპაგანდისტული ტყუილებით, სოლიდარობა გამოუცხადოს ამ ადამიანებს, რომლებიც იძულებული არიან, უკვე მეორე დღეა, კარვების მეშვეობით უწყვეტ, სადღეღამისო აქციაში მიიღონ მონაწილეობა ! ამ დროს კი, ივანიშვილ-რუხაძის “არხი” კი მათ “ჭიშკართან” მიმდინარე დრამატულ მოვლენებს, დაჟინებით “არც კი იმჩნევს”, მაშინ, როდესაც იქ, ღამეს, 70-80 წლის ადამინები ათევენ ! შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის “კარის მოლარე” ირაკლი რუხაძე, ასევე ხელმძღვანელობს, პენსიონერთა რეკორდული პროცენტებით მძარცველ “ლიბერთი ბანკს” და ასევე ფლობს ს.ს. მაუდს !” _ წერს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები
Загрузка...