საზოგადოება

,,მცდელობაც კი არ გქონიათ სამართლიანობის აღდგენის, ერთი და იგივე ხალხი დგას თქვენს უკან

,,ქვეყანა და ქართველები კი უფსკულისკენ მივექანებით!!"- ემზარ კვიციანის პასუხი წულუკიანს

ყოფილი პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილზე თეა წულუკიანის მწვავე განცხადებას გამოეხმაურა:
,,ყველა იძახით ,რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ურევს ქვეყანას, სასამართლომაც დაადანაშაულა და მაინც დღემდე არ თხოვთ უკრაინას , როგორც პარტნიორ ქვეყანას, ამ ნაძირალა ბანდიტის დაპატიმრებას, გადმოცემას, აძლევთ ამ ბანდიტის ბანდის წევრებს გაძლიერების საშუალებას! როგორ დაიჯეროს მოსახლეობამ თქვენი გულწრფელობისა???
მცდელობაც კი არ გქონიათ სამართლიანობის აღდგენის, ერთი და იგივე ხალხი დგას თქვენს უკან და უბრალოდ იმ დოზით გაჭიდავებენ ერთმანეთთან, რა დოზითაც მათ ჭირდებათ თავიანთი საქმის გასაკეთებლად! ქვეყანა და ქართველები კი უფსკულისკენ მივექანებით!!!ერთადერთი გადარჩენაა, ისევ უფალი,დიდება ღმერთს!!!” -წერს ემზარ კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სააკაშვილზე განაცხადა, ის მაწანწალა ურევს დღეს საქართველოში სიტუაციასო.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close