პოლიტიკა

ფაშიზმით დაზარალებულებს გერმანიისგან კომპენსაცია ეკუთვნით

   შალვა ნათელაშვილი გერმანიისგან ფაშისტური რეჟიმისგან დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის მისაღებად, გერმანიის ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ წრეებთან მუშაობას იწყებს, ამის შესახებ პეზიდენტობის კანდიდატმა ლეიბორისტული პარტიიდან ბრიფინგზე განაცხადა.
  შალვა ნათელაშვილი:
 _ საქართველოში სიღატაკის ზეიმია. ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმმა უფასო ფულის საშოვნელად აიძულა მოსახლეობა მასობრივად დატოვონ ქვეყანა და გახდნენ ემიგრანტები. ამას დაემატა ის, რომ გერმანიამ დაიწყო ამ ქვეყანაში თავშეფარებულების იძულებითი დეპორტაცია, ეს ის გერმანიაა, რომლის სუპერ სახელწმიფოდ გადაქცევაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა. გერმანიაში ფაშიზმის დამარცხებას მსხვერპლად 300 ათასი სიცოცხლე შესწირა, 300 ათასი ახალგაზრდა ინვალიდი დაბრუნდა. ამხელა ზიანი, პროცენტულად, არცერთ სხვა ქვეყანას არ მიუღია, გერმანიისგან, საერთაშორისო სამართლით დადგენილი კომპენსაცია ეკუთვნის იმ ოჯახებს, რომელთა წევრებიც დაიღუპნენ, დაინვალიდდნენ. ისე, როგორც ეს მოხდა და დღესაც ხდება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში.
     შესაბამისად, მე დღეიდან ვიწყებ მუშაობას გერმანიის ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ წრეებთან ამ მიმართულებით და იგივე მოვუწოდენ საქართველო მთავრობას, რომელსაც უკავია ისეთი პოზიცია, თითქო მათი ბრალი არ იყოს ლუკმა-პურის საძებნელად ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების ტრაგედია, მათი ბრალი არ იყოს, რომ საქართველო იცლება და ხელიდან გვეცლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
   შეგახსენებთ, რომ ეს არის პრაქტიკა, რომელიც ფაშიზმის დამარცხებიდან გრძელდება. გერმანიის მთავრობამ ისრაელს 60 მილიარდი დოლარი გადაუხადა მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანისთვის, პოლონეთს_ 1,5 მილიარდი და ეს ქვეყანა დამატებას მოითხოვს. საბერძნეთი დღემდე ითხოვს 54 მილიარდს. კომპენესაცია მიიღი საფრანგეთმა. ჰოლანდიამ, დიდმა ბრიტანეთამ , ლიხტერშტეინმა, ლუქსემბურგმა. გერამანიში შექმნილი შესაბამისი ფონდიდან ,,ხსოვნა_ მომავალი პასუხისმგებლობსითვის“, რომელმაც უკვე გასცა დაზარალებულებებზე რამდენიმე ათეული მილიარდი ევროპის მაშტაბით, იმ ოჯახებზე, ვისი წევრებიც შეეწირნენ ფაშიზმს. ჩვენ სამართლებრივი, პოლიტიკური, ნაკლებად ემოციური ნაბიჯებით უნდა ვიბრძოლოთ რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები არც აქ ილახებოდეს და არც საზღვარარეთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close