საზოგადოება
უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, რათა დაიწყონ ავტომობილის ამოყვანის და მძღოლის საძიებო სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: interpressnews.ge