საზოგადოება
,,უფალს პირობა მივეცი, როგორც კი გამოვჯანმრთელდები, სიცოცხლის ბოლომდე დავეხმარები გაჭირვებულებს”
,,მძიმე განსაცდელი მიდგას ძალიან. ღვთისა და თქვენს ანაბარა ვარ დარჩენილი.სიცოცხლეს რომ არ ეხებოდეს, ნამდვილად არ დავდებდი ამ პოსტს და უფრო მეტად ჩემ ტყუპ გოგონას, რომლებიც ყოველდღე შიშით შემომყურებენ ცრემლიანი თვალებით. კითხვაც კი უძნელდებათ, როგორ ვარ, რომ ამით გული არ მატკინონ და ხასიათი არ შემიცვალონ. ძალიან მძიმეა, მერწმუნეთ, ამ ყველაფრის გადატანა.(განსაცდელი არასდროს მოგივლინოთ ღმერთმა ) ამ განსაცდელმა დამანახა უფრო მკაფიოდ, რომ ცხოვრებაში არაფერი არაა გამორიცხული და არავინ, არც ერთმა მოკვდავმა არ ვიცით, რა იქნება ხვალ…
ყველა გზა ვცადე, მაგრამ ყველა კარი მომიხურეს.( და არა მარტო მე, არამედ ათასობით მძიმე ავადმყოფს). ვარ გორის თეატრის მსახიობი, ერთ ჩვეულებრივ მორიგ სკრიმლინგის კვლევაზე დაიმსხვრა ყველა ჩემი ოცნება და ჩანაფიქრი როდესაც ფოიეში გამოსულმა ექიმმა ჩემი დიაგნოზი მითხრა( მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მეოთხე სტადია)მტერსაც არ ვუსურვებ ისეთ დღეს მე რომ მქონდა და იმას რაც იმ დღის შემდეგ გავიარე.დამენიშნა ქიმია და უძვირესი წამლები.( პერჯეტა-8000 ლარი.ჰერცეპტინი 2800 გახდა ახალი წლიდან.ახალ წლამდე3800 ღირდა)უამრავი კვლევები და წამლები. უფლის წყალობით და კეთილი ხალხის დახმარებით დღემდე მოვედი.ყველა გადასხმის მერე საგრძნობლად უმჯობესდება ჩემი მდგომარეობა. უფლის წყალიბით თითქმის 80-95% დავამარცხე.მაგრამ ამ წამლების შეწყვეტა გამიუარესებს მდგომარეობას და ამხელა წამება ტყუილად ჩაივლის.გთხოვთ არ მიმატოვოთ დამეხმარეთ სიცოცხლის შენარჩუნებაში ეს ამხელა გზა ხომ თქვენი წყალობით გავიარე.უფალი აშკარად მაძლევს სიცოცხლის შანსს და გთხოვთ თქვენც მომეცით ეს შანსი თქვენი თანადგომითა და დახმარებით.მე ვიცი რომ ძალიან ბევრია გაჭირვებული… უფალს პირობა მივეცი, როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე, რითაც შევძლებ, დავეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცაღა არც აქანდე არ ამივლია გვერდი გაჭირვებულისთვის და რაც შემეძლო ვეხმარებოდი. ყოველთვის მწამდა და ასეცაა მადლი არ იკარგება. სწორედ ეს დამანახა უფალმა ამ განსაცდელში. უდიდესი თანადგომა და სიყვარული, რომელიც თქვენგან მივიღე მეგობრებო.
ჩემო ძვირფასებო, გთხოვთ არ გამიშვათ ხელი, ნუ გამწირავთ. თუნდაც სულ მცირედმა, ერთმა ლარმა შეიძლება იხსნას ადამიანი. ეს ხომ უდიდესი მადლია. ჩვენი შვილების და შვილიშვილებისათვის კი მარადიული ლოცვა. სიკვდილი არ მაშინებს, რადგან იმ ქვეყანაშიც მელოდება ჩემი უფროსი გოგო, რომელიც ამ საზარელმა სენმა წამართვა. უბრალოდ, მას პირობა მივეცი, რომ დავამარცხებდი მის მკვლელს! აუცილებლად შევასრულებ! მადლობა ღმერთს, რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმი მიწყალობა. ყველა სიკვდილის შვილები ვართ ადრე თუ გვიან, მაგრამ რადგან უფალმა ჩემი შვილის მერე აქ დამტოვა და არ წამიყვანა, ე.ი. მე ეს მისია მერგო, რომ დავამარცხო ეს საზარელი სენი, რომელმაც ჩემი 19 წლის ულამაზესი გოგო გამომგლიჯა ხელიდან და ჩემი სულის ნახევარი გააყოლა თან. ძალიან მეიმედებით ჩემო ერთგულო მეგობრებო. ღმერთი არ დაგიკარგავთ გაღებულ მადლს. თუ გააზიარებთ, კარგია. ეს ჩემი საბანკო რეკვიზიტებია.. GE67TB4366236512500020 (თიბისი ბანკი)მიმღები.მაია ტურაშვილი.პირადი ნომერი.59001049907.საქართველოს ბანკი.GE66BG0000000559881100.ლიბერთი ბანკი. GE19LB0711106890197440.ან დარეკეთ 0901701330.მაგთის,ბალია,ბანის,მაგთიფიქსის და ბილაინის ნომრებიდან.შეგეწიოთ უფალი ამინ!”
ასეთი განცხადებები სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრია. სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ხელმოცარულ და იმედგაცრუებულ, გაჭირვებულ მოქალაქეებს ისევ რიგითი ადამიანების იმედი აქვთ და რეალურადაც, ხშირად ისინი ეხმარებიან _ უგროვებენ ლუკმა-პურისა და მედიკამენტების თანხებს.
ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს გაჭირვებულთა ყოფა და საკუთარი მოქალაქეები ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან დახმარებისთვის მისულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ სახელმწიფოს უჭირს, ფული არ აქვს, ბიუჯეტი მწირია, ყველას ვერ დაეხმარებიან და ა.შ. პარალელურად, არ უძნელდებათ, რომ საკუთარი ხელფასების მომატების მოთხოვნით გამოვიდნენ და 1000 ლარიდან 2 000 -მდე გაიზარდონ. ვინმემ თუ გაბედა და წინააღმდეგობა გაუწიათ კი, ტანკის ძალა გამოიჩინონ და გადაუარონ, ოღონდ საწადელს მიაღწიონ. ჩინოვნიკებისთვის სირცხვილი უცხო მცნებად იქცა და სინდისის ძარღვი შორეულ მოგონებად.
დავეხმაროთ მეგობრებო ამ გაჭირდებულ ქალბატონს, უფლის იმედად დატოვებულ ადამიანს. ჩვენ მაინც დავეხმაროთ!