საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც სამგორელებს აწუხებთ

    ნათია შარაშენიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის რაიონში (შემოხაზეთ #10):

– სამგორი გადაუჭრელი პრობლემების ცენტრადა არის ქცეული, რადგან პრობლემები ამ ხელისუფლების პირობებში მატულობდა, ბევრდებოდა, ღრმავდებოდა.

დაუშვებელია, დიდ დასახლებებში იყოს მხოლოდ ერთი ბაგა-ბაღი და მშობლები პატარებთან ერთად ზამთარ-ზაფხულ წვალობდნენ და ბაღში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრს გადიოდნენ. დაუშვებელია, 21-ე საუკუნეში დასახლებულ პუნქტებამდე მისვლა იყოს რთული და საათობით სჭირდებოდეს მგზავრს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი. ეზოს შიდა განათებები, კომფორტულად მოწყობილი ეზოები, საბავშვო სკვერები… ეს ხომ ძალიან ელემენტარულია და დიდი თანხები არ სჭირდება?! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაუშვებელია, დედაქალაქში, ხალხს არ მიეწოდებოდეს უწყვეტად წყალი.

აი, ეს არის სამგორელებისთვის გადაუჭრელ პრობლემად ქცეული მცირე ჩამონათვალი. ხელისუფლებას პრემია-დანამატები რომ არ აეღო და ჯიპებზე არ წამომჯდარიყვნენ, შეეძლო მოეგვარებინა პრობლემები, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ვერ გასცდნენ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას.

მე სამგორელი ვარ და დიდი სურვილი მაქვს, სამგორი გავალამაზო, რომ ჩემთვის და თითოეული სამგორელისთვის საამაყო და კომფორტული იყოს აქ ცხოვრება, რომ არცერთმა სამგორელმა აღარ თქვას  ,,წავედით ქალაქში”…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close