სამართალი და კრიმინალი

უმძიმესი დანაშაული

მოზარდს ძალადობის კვალი ეტყობა, დაკავებულია მამა

კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს.

.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამაკაცი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.

მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა.

ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც კაცი პოლიციამ დააკავა.

ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, მო­ზარდს სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა.

„ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში არ და­დი­ო­და. მომ­ხდარ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო, ბავ­შვთან მუ­შა­ო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი” – უყ­ვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამბები.ჯი-ის.

45 წლამ­დე მა­მა­კა­ცი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

ამბები.ჯი, პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close