მიხეილ სააკაშვილმა მიტინგების გამართვაზე დროებითი მოროტორიუმი გამოაცხადა. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინული ოპოზიციური “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის თანაპარტიელმა ივან ლოზოვოიმ ტელეკომპანია “ზიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კვირას ოქტომბრის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს.

„ჯერ კიდევ გუშინ, ჩვენ გამოვედით განცხადებით და დავგმეთ პროვოკატორების მიერ მოწყობილი ძალადობა”, – განაცხადა ლოზოვოიმ.
თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” აქციებს საერთოდ არ გამართავს. მან ასევე მოუწოდა მთავრობას კორუფციასთან ბრძოლა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ კვირას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიხეილ სააკაშვილს 22 დეკემბერს დაკითხავენ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე გამოცხადდება.

წყარო

კომენტარები
Загрузка...