სიღნაღის ამბები

,,უკრაინის გამარჯვება რუსეთის მარწუხებიდან საქართველოს გათავისუფლების საწინდარია”

უკრაინის მხარდამჭერი აქცია სიღნაღის ცენტრში

დღეს, სიღნაღის ცენტრში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე . აქციის მონაწილეებს საქართველოს და უკრაინის დროშები ეკავათ, პლაკატებზე კი ეწერათ: ,,რუსეთი ოკუპანტია”, ,,დიდება უკრაინას”. euronews.ge აქციის მონაწილეებს გაესაუბრა:

ნონა ნინიაშვილი, სიღნაღის საკრებულოს წევრი: 

მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ სასტიკ ომში პირსისხლიან რუსეთთან. გვჯერა, რომ საბოლოოდ გამარჯვება უკრაინის მხარეს იქნება, რადგან სიმართლე და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს ბნელზე.

ნათია ჯოხარიძე:

უკრაინის გამარჯვება რუსეთის მარწუხებიდან საქართველოს გათავისუფლების საწინდარია. უკრაინელმა ხალხმა გმირობის საოცარი მაგალითი აჩვენა მსოფლიოს. ამის მერე, შეუძლებელია, უკრაინა დამარცხდეს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყეს. ისინი სკანდირებდნენ: გაუმარჯოს უკრაინას! დიდება გმირ ხალხს! რუსეთი ოკუპანტია!

როგორც გვითხრეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავ გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი, პერმანენტული აქციები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close