საზოგადოება

უკრაინაში ქართველი დიპლომატის მეუღლე დააკავეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტის გადატანისათვის დაკავებული მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი აღმოაჩნდა, დიპლომატის მეუღლეა.

„იგი არ გახლავთ უწყების თანამშრომელი და არის ქართველი დიპლომატის მეუღლე. არსებული ინფორმაციით, ჩვენს მოქალაქეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და გაიმართება სასამართლო, რომლის შემდეგაც დადგინდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა.

უშუალოდ თანამშრომელს რაც შეეხება, ვისი მეუღლეც გახლდათ დაკავებული, გახლავთ ქართველი დიპლომატი და მის მიმართ უკვე შესაბამისი ზომები უწყებამ მიიღო და მოხდება მისი გამოწვევა საელჩოდან,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი ნარჩემაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close