საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე დასრულდა

,,ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მებ­რძო­ლი"

უკ­რა­ი­ნა­ში კიდევ ერთი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი, და­ვით შარ­ტა­ვა და­ი­ღუ­პა. როგორც შევიტყეთ, მას შეტაკებისას, აფეთქებული ყუმბარის ანასხლეტი თავში მოხვდა. დათო 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ ომში და იყო ქართული ბატალიონის წევრი. ,,დღეს ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მებ­რძო­ლი დათო შარ­ტა­ვა, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე მივ­ლე­ნი­ლი იყო ერთ-ერთ ბრი­გა­და­ში, დათო ჯა­რის­კა­ცის გარ­და ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და მე­გობ­რებს”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

დათოს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. დედამისი, მარინა ჟღენტი, ბეჭდურ მედიასაშუალებებში დიდი ხანია მუშაობს.

euronews.ge სამძიმარს უცხადებს განსვენებული მებრძოლის დედას და მთელ ოჯახს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close