სამართალი და კრიმინალი

უზენაესმა სასამართლომ კლინიკა ,,ლანცეტის” დირექტორს სასჯელი დაუდგინა – ,,კურიოზების სფერო გახდა სასამართლო”

გია ტაბლიაშვილი, ადვოკატი:

_ კლინიკა ,,ლანცეტის” დირექტორის საქმე. სააპელაციო სასამართლოში გამართლებულ პროფესორ ჯეირანლს, უზენაესმა სასამართლომ სასჯელი დაუდგინა ზეპირი მოსმენის გარეშე. ფარმან ჯეირანლი და ჩვენ სასამართლო სხდომას არ დაგვასწრეს. კურიოზების სფეროს გარდა, მსგავსი რამ სად ხდება? ულიცენზიო ოპერაციაზე ბრალდება ჰქონდა წაყენებული და იმაში გამართლდა..ეს კაცი კლინიკის დამფუძნებელია, კლინიკას გენ.დირექტორიც ყავდა და ქირურგიც ვინც ოპერაციებს აკეთებდა, ამას ოპერაციებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არც კლინიკის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია..ეს კაცი თერაპევტია სპეციალობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. ეგ უკვე დადგენილი სამართლებრივი ფაქტებია.უზენაესში ამ საქმის პალატის თავმკდომარე იყო შავლიაშვილი.სააპელაციო ინსტანციაში ნინო სანდოძემ გაამართლა, ძალიან რთული საქმე იყო, მაგრამ ღირსეულად გაართვა თავი. ექვს თვეში 18 პროცესი ჩანიშნა სააპელაციოში ნინო სანდოძემ და ნინოს განაჩენი შეცვალა უზენაესში შავლიაშვილმა, თან ზეპირი მოსმენის გარეშე, ამაზე მეტი კურიოზი რა უნდა იყოს…

6 წელი მიუსაჯეს.  აფგან მუხტარლი რომ გადაიყვანეს აზერბაიჯანში, იმაზე ფილმი გადაიღეს აზერბაიჯანელმა არასამთავროებმა და იქ ახსენეს, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეხმარებოდა თბილისში მყოფ აზერბაიჯანის ოპოზიციას მატერიელურადო და ამიტომ დასაჯეს. კატასტროფა…

 

 

Related Articles

Back to top button
Close