სამართალი და კრიმინალი

გურამ გუმაშვილის ბიძა: ამ ამბის გავრცელება ვიცი ვის ინტერესებში შედის

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი საველე მეთაური გურამ გუმაშვილია, გუმაშვილის ბიძა ზაურ გუმაშვილი არ ადასტურებს.

მისი განმარტებით, დაუკავშირდა ძმიშვილის ოჯახს და ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, სწორედ მათზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც გუმაშვილი ფიქრობს, ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცის გავრცელება “გარკვეული წრეების” ინტერესში შედის და ეს მიზანმიმართულად ხორციელდება.

“ამ ამბავის გავრცელება ვიცი ვის ინტერესშიც შედის, არ მინდა ამ ამბების დაკონკრეტება, ვიცი, რომ გურამი ცოცხალია, ჩვენთვის სირიადანაც არავის დაურეკავს და მისი გარდაცვალების შესახებ არ უცნობებია,”- აცხადებს ზაურ გუმაშვილი.

გურამ გუმაშვილმა ქვეყანა სამი წლის წინ დატოვა.

ცნობისთვის: ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა. ოპერაციის შედეგად აყვანილია ერთი პირი, სამი კი ლიკვიდირებული. ნაწილობრივ დადასტურებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულთა შორის 2012 წლის ლოპოტას სპეცოპერაციის ფიგურანტი ახმედ ჩატაევია.

წყარო: “იმედი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close