სამართალი და კრიმინალი

,,უბედურ დედას, როგორ უნდა ალბათ, გული ამოგლიჯოს იმ ნაძირალას”

,,მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და საშველი არ ჩანს…რა უბედურებაა ეს თავის მართლებები, პასუხისმგებლობის გრძნობა რატომ არასოდეს გვაწუხებს. სკოლა მშვიდად დატოვესო ანუ გარეთ გასვლის შემდეგ წამოუარათ აგრესიამ? რისთვის არიან მანდატურები სკოლაში? როგორ ვერ უნდა შენიშნო, რომ 20 მოზარდი კეთილგანწყობილი არ არის ერთმანეთის მიმართ. ეს ხომ ერთ საათში არ დაიწყო და დასრულდა. იქნებ, უფრო მეტი ანალიზი გააკეთოს სისტემამ და მიხვდეს, რომ ძალიან ძვირფასი დრო იკარგება და რაც მნიშვნელოვანია, იმას არ ვასწავლით მოზარდებს. იქნებ, სკოლაში მაინც ავუხსნათ მათ, რომ ძალადობა დასაგმობია და ოჯახში ტვინნაღრძობი მშობლის დარიგებები, რომ ყველას მუშტი უნდა ახალო, არასწორია( დარწმუნებული ვარ, მკვლელი მოზარდი მაგ პათოსით იზრდებოდა) და ვინ იცის კიდევ თვითონ იყო კიდეც ოჯახში ძალადობის მომსწრეც და მსხვერპლიც. რა უბედურება გვჭირს, რა დავაშავეთ ასეთი? როგორ უმძიმს, ალბათ, უბედურ დედას, როგორ უნდა ალბათ, გული ამოგლიჯოს იმ ნაძირალას…” _ აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვერაზე მომხდარ ინციდენტამდე, ერთმანეთთან დაპირისპირებული ახალგაზრდები სკოლიდან მანდატურმა გაუშვა გარეთ.

მისი თქმით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ისინი სკოლიდან მშვიდად გადიან.

“მასალებიდან კარგად ჩანს, როგორ ტოვებს 13:48 საათზე სკოლის შენობას ორი მოსწავლე მშვიდად. გამოძიება ალბათ დაინტერესდება სხვა ჩანაწერებითაც, რომელიც სკოლის გარეთ არის გადაღებული და იმედი გვაქვს, დეტალურად იქნება გამოძიებული. ვიდეოთვალით ამოღებული მასალით, ინციდენტს სკოლის შენობაში არ ჰქონია ადგილი”- აღნიშნა გიგაურმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close