საზოგადოება

,,კედლიდან ზარის ხმა მესმის, შუქები თავისით ინთება და ქრება, ღამე თავზეც საბანს ვიფარებ…” _ ქართველები ემიგრანტების წამებული ცხოვრება

,,მოკლედ დიდი ხანი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს ამბავი. ვმუშაობ მოხუც ბებოსთან უკვე მესამე თვეა… ბებო კი არის უჟმური, უხასიათო, არაფერი მოწონს, სულ დაბოღმილია და გაბოროტებული. რო შეხედოთ, სახეზეც ეტყობა. მთელი ცხოვრება სიბოროტეს აფრქვევდა. მოკლედ, ამ ქალს სამი შვილი ყავს დაღუპული, აქედან ერთი ქალიშვილია, რომელმაც თავი მოიკლა სწორედ იმ სახლში და იმ საძინებელში, სადაც მე მძინავს ღამით…

ბოლო პერიოდია დაიწყო ძალიან უცნაური მოვლენები. ჯერ კედლიდან ისმოდა საათის ზარის მაგვარი ხმები იწყება ჩუმად და ბოლოს იმხელა ხმაზე ადის შეუძლებელია რომ ყურადღება არ მიაქციოს ვინმემ ვეკითხები ამ ქალს რა ხმები ისმოს ან საიდან თქო და ირონიულად მპასუხობს არ ვიციო… შემდეგ დაიწყო სახლში შუქების აინთება-ჩაქრობა ,თავისით ინთება ქვრება… სახლიდან გამავალი კარებია, სადაც სათბურის მაგვარი ოთახია, ეს კარები იმდენად მძიმეა, თუ არ დაეჯაჯგურე, ვერ გააღებ, არარსებობს უბრალოდ და თან როცა იღება, საკმაოდ დიდი ხმა აქვს. ღამის სამ საათზე მესმის ამ კარის ხმა. გამოვხედე და ვხედავ, იმ ოთახში ანთია სინათლე და ეს კარები მოძრაობს თავისუფლად. შევშინდი, გავიქეცი ოთახში, გადავიფარე თავზე საბანი და მთელი ღამე გავათენე თეთრად. ყოველ ღამე ამ გარდაცვლილი ქალის სურათს ვასწორებ, ვდებ ისე, რომ იყურებოდეს წინ და დილით შებრუნებული მხვდება… სამი დღის წინ კი, ასევე ღამის სამ საათზე, მესმის კაკუნის ხმა, საშინელი მუსიკა აყვა თან… გამცრა ტანში, ისევ შევშინდი.

 დღეს კი პიკი მოხდა. ვარ ჩემ საძინებელში, სარკესთან და უცებ ვიღაც მომეხვია ცივი ხელებით აშკარად ვიგრძენი… გეფიცებით, ხალხო, არაფერს ვიგონებ. ჭკუიდან შემარყია ამ ყველაფერმა და ეს ქალი. ანუ ბებო მეუბნება, რო მისი გარდაცვლილი შვილია აქ და ექსტრასენსი ვარო…

 გეხვეწებით, დაწერეთ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება რო მოვიმოქმედო. ვიცი, ყველა იმას მეტყვის, წადი მაგედანო, მარა ჯერჯერობით თავს ვიკავებ და ყოველ დღე იმას ვფიქრობ, იქნებ აღარაფერი მოხდეს. მირჩიეთ ვინმემ რამეეე…” _ წერს სოციალურ ქსელში, ემიგრანტების გვერდზე მილენა. პოსტს სხვა ემიგრანტების კომენტარებიც აქვს. 

,,ჩემი მეგობრის სახლში ხდება ასეთები. ცხოვრობენ ქირით. შვილებმა შეამჩნიეს , კარები იღებოდა ან იკეტებოდა მისით. მშობლებმა არ დაუჯერეს, იტყუებითო. ერთ ღამეს კი, მამამ დივანზე მჯდარი ბებო დაინახა, შეეშინდა. მოჩვენება გაქრა. დღემდე ხდება რაღაცეები. კედლის მეზობელი ეუბნება: მთელი ღამე კაკუნის ხმა ისმის თქვენგანო. ამბობენ, სულმა ვერ დაიდო ბინა და დახეტიალობსო”.

,,ერთ ჩემ მეგობარს ქონდა თბილისში ბინა ნაქირავები.იმ ბინიდან ახალგაზრდა ბიჭი გადამხტარა (თვითმკვლელობა) იქაც მასე იყო ხან შუქები ირთვებოდა,ხან კარებები ბრახუნობდა…მჯერა ამ ისტორიის,მაგრამ იმას ვერ ვხვდები რატო უნდა გავჩერდე მასეთ სახლში?…განა რამდენს უხდიან,რომ ღირდეს ფსიქოლოგიურად შერყევა?..”

Related Articles

Back to top button
Close