საზოგადოება

ენერგოომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ახალციხეში მოსახლეობას შეხვდნენ

   მომხმარებელთა უფლებების კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში შედგა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალციხის მინიციპალიტეტის ფარგლებში ეს იყო ენერგოომბუდსმენის აპარატის პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც ენერგეტიკის დარგში სამომხმარებლო ცნობიერების გაზრდას ემსახურება.
შეხვედრაზე ენერგოომბუდსმენმა მოისმინა მომხმარებლების ძირითადი პრობლემები და განიხილა აქტუალური საკითხები, რომლებიც შესაბამის რეგულაციას მოითხოვს. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც ენერგოომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას მოქმედი ნორმატიული აქტები გააცნეს.
 შეგახსენებთ, რომ აქცია „შენი ხმა რეგიონს“ 12 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დაიწყო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ეძღვნებოდა. კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა არაერთი აქტივობა განახორციელა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close