სავარაუდოდ მომაკვდინებელ ნარკოტიკს , ე.წ. მკვლელ მარილს კიდევ ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ თავად მამაკაცის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ

“არ შეიძლება, რომ თან მოგწონდეს ტურიზმის განვითარება კლუბის და გართობის ხარჯზე, და თან ესეთი ნარკოპოლიტიკა გქონდეს. გუშინ ჩემი ახლობელიც გარდაიცვალა. მანამდე კიდევ ბევრი ადამიანის შვილი, და და მეგობარი.

როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო მონიტორინგს არ უწევდეს იმას, თუ რა იყიდება ქალაქში?”- წერს მარიამ გეგუჩაძე

“ჩემი კიკნა აღარ მყავს ? ჩემო სიცოცხლე ძმაკაცო “-ბექა ჩხაიძე

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თაკო დოლაბერიძეც ეხმაურება :  ” კიკნა, მერამდენე ადამიანი უნდა შეეწიროს , ყველა ქუჩაზე იყიდება , მთელმა ქალაქმა იცის რას აკეთებთ , პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას?”- წერს დოლაბერიძე

“ყველა weekend-ზე ვიღაც იღუპება ნარკოტიკის მოხმარებისგან! ისეთი პატარა ქვეყნისთვის რაც საქარველოა ეს არის ყოვლად დაუშვებელი!

პრესას ვთხოვ რომ დაინტერესდეს ამ საქმით, სად და ვის ხელიდან მოდის ეს ამდენი შხამი, გააკეთონ ჟურნალისტური გამოძიება! თუ არადა რო არ დაესიზმრება არავის ისეთი უმართავი პროცესი წავა, პირადად მე ვესვრი პირველ ქვას ყველას, ვინც მართავს და მფარველობს ნარკო-ბიზნესს საქართველოში – ლინჩის წესით გასამართლდეს ყველა, ვისზეც გავა კვალი.” – ნინჩო ჯიბლაძე, რედაქტორი

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც: 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

“ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ შაბათს, სავარაუდოდ, „მეფედრონის” მიღების შედეგად გარდაიცვალა 21 წლის გოგონაც. ის ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა გოგონას ნიმუშები უკვე აუღეს და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

ბოლო დღეებში ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამლული 10 ახალგაზრდიდან 3 დაიღუპა.

წყარო: itv.ge

კომენტარები
Загрузка...