საზოგადოება

,,ქართველთა უნიათობით, ისტორიული მიწები თითქმის ყველა მეზობლის იურისდიქციაშია მოქცეული”

გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი:

_ ერთ-ერთმა საინფორმაციო საგენტომ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია: „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. როგორც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, 2017 წლის 1 სექტემბრისთვის ეს პროცესი ოფიციალურად დასრულდება. ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიად აქამდე ხუჯაბის სამონასტრო კონპლექსი სახელდებოდა. ახალი დადგენილებით კი იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღმოჩნდება, ისევე როგორც არპის ნაციონალური ტყე-პარკი. სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისია 1994 წლიდან მუშაობს და შეხვედრები ამ დროის მაინძილზე თბილისსა და ერევანში იმართებოდა. შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელთან აქვს საზღვარი დემარკირებული და ეს თურქეთია. ყველაზე პრობლემურ საკითხად კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გავლებული საზღვარია აღიარებული. დღემდე სადავოდ რჩება აზერბაიჯანთან დავით გარეჯის სამონასტრო კონპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც”.

გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ საქართველოს „ხელისუფლებას“ აღარ დარჩა საქართველოს ტერიტორიები დასათმობი და გადასაცემი „მეზობლებისათვის „წარსულში ქართველთა უნიათობითა და ისტორიის ბედუღმართობის გამო ქართული ისტორიული მიწები თითქმის ყველა მეზობელის იურიდისქციაშია მოქცეული. დღეს, კიდევ დამატებით საქართველოს ტერიტორიის ნაწილის თუნდაც ერთი მტკაველის გადაცემა რბილად რომ ვთქვათ, ქართული საზოგადოებისათვის გაუგებარია და ყოველმხრივ სამართლებრივ და ისტორიულ საფუძველს მოკლებულია. არავითარი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს ამას, რომ თუმცა მომავალი თაობა თითოეული ასეთ საქართველოს ინტერესების შეუსაბამო გადაწყვეტილებებს შესაბამის შეფასებას მისცემს. მივმართავ შესაბამის კომისიას და ხელისუფლებას, არ დაუშვას ამგვარი სახის გადაწყვეტილების მიღება” _ აცხადებს  გიორგი თევზაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close