საზოგადოება

ოცნების დეპუტატები პარტიას ტოვებენ _ ,,ეს ხდება მეტი ფინანსების მოპოვების გამო”

   როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბორჯომის საკრებულოში ქართული ოცნების სახელით შესული დეპუტატები ოცნებას ტოვებენ და სხვა პარტიებს აფარებენ თავს. ეს თურმე იმიტომ ხდება, რომ უნდათ, რამდენიმე ფრაქცია შექმნან და ბიუჯეტი უფრო გემრიელად ჩაახრამუნონ.

   საკრებულოში ოცნებიდან დეპუტატების გადაბარგების ამბავი საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილმა EURONEWS.GE -ს ასე აუხსნა:

,,ბორჯომის  საკრებულო ოპოზიციურია, რადგან უმრავლესობა, 15 დეპუტატი ვართ ოპოზიციის წარმომადგენელი _ 11 პატრიოტთა ალიანსიდან,  2 ნაციონალებიდან, 1 ევროპული საქართველოს წევრია და  მე, რომელიც წარმოვადგენ ლეიბორისტულ პარტიას. დანარჩენი 13 წევრი არის ქართული ოცნებიდან.

ამ მოცემულობით ოცნებას შეუძლია, შექმნას ერთი ფრაქცია. აღმოჩნდა, რომ  ერთი ფრაქცია ოცნების წარმომადგენლებს არ აკმაყოფილებს. ეს გახლავთ უპრინციპო, ვერცხლის მოყვარულთა ბრბო. ახლა ასეთი პროცესები დაიწყეს _  ოცნებიდან გადადიან სხვადასხვა პარტიებში: მრეწველებში, კონსერვატორებში, რათა შექმნან ფრაქციები, რომლებიც დაფინანსდება და ბიუჯეტის ფული ჯიბისკენ წაიღონ. ეს არის ხელოვნური პროცესი, რომელიც მხოლიდ ფულის მოსახვეჭად მიმდინარეობს.

_ რომელ პარტიებში გადადიან?

_ დოკუმენტებს გადმოგცემთ და იქ ყველაფერი წერია.

.

.

წესით და რიგით, ასე უნდა ყოფილიყო: 13 ოცნების დეპუტატისგან შეიქმნებოდა ერთი ფრაქცია, 11 ალიანსელისგან – მეორე ფრაქცია, ხოლო 2 ნაციონალის, 1 ევროპული საქართველოს დეპუტატისა და 1 ლეიბორისტისგან მესამე ფრაქცია, მაგრამ ამ ღორებს უფრო მეტი მოუნდათ. ოცნების 13 კაცი იშლებიან, ისინი ხელოვნურად ტოვებენ პარტიას და წევრიანდებიან სხვაგან, მეტი დაფინანსებაის მოსაპოვებლად.

რეალურად, საკრებულოს ეყოლება 3 ფრაქციის ნაცვლად 5-6 ფრაქცია ხალხის ხარჯზე. კიდევ უფრო უცნაურ რამეს გეტყვით, დღემდე, ოცნება არ ღებულობს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ ხელფასები, იცოცხლეთ, კი უნდათ და აქვთ კიდეც. აი, ასეთი მდგომარეობაა ბორჯომის საკრებულოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close