პოლიტიკა

,,ივანიშვილის კრიმინალური მილიარდების გასათეთრებლად ტბორავენ საქართველოს ყველა კუთხეს”

,,ანეკდოტია, მწარე რეალობა რომ არ იყოს. რეჟიმი ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთიერად არღვევს კონსტიტუციას, ხოლო პარლამენტის ნებართვა, ძირითადი კანონის დასაცვად მაშინ გაახსენდათ, როდესაც ხალხის სიცოცხლე-უსაფრთხოების დასაცავად საჭირო გახდა შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის გამოყენება ჭუბერში. ერთი თუ აქვთ ასეთი ნებართვები, როდესაც მილიარდებს იტაცებენ და ხალხს კონსტიტუციით დადგენილ საარსებო მინიმუმსაც აღარ უტოვებენ, ან როცა არჩევნებს მასობრივად აყალბებენ და ხელუფლების ანტიკონსტიტუციურ უზურპირებას ახდენენ, ან როცა კონსტიტუციით დადგენილ შრომით, საპენსიო, ჯანდაცვის, განათლების და ადამიანის ყველა ძირითად პრინციპებს ფეხქვეშ თელავენ, ან როდესაც ოქროს ძიებაში გენოციდს უწყობენ ხალხსა და გარემოს, ან როდესაც ივანიშვილის კრიმინალური მილიარდების გასათეთრებლად ტბორავენ საქართველოს ყველა კუთხეს. მოკლედ, სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს ქორვაჭარი ბანკირები კაბენეტებს არ დატოვებენ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close