საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება !!!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით აკვირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის სამართალწარმოების პროცესში ადვოკატების მონაწილეობას და მისასალმებელია, რომ მათ, გარდა მცირედი ინციდენტებისა, თავისუფალ რეჟიმში ჰქონდათ შესაძლებლობა კვალიფიციურად განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობები.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის საქმის სენსიტიურობისა, ადვოკატების თავიანთ კლიენტებთან იდენტიფიცირებას და მათ მიმართ რაიმე სახის აგრესიას დაზარალებული მხარის თუ საზოგადოებრივი აზრის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. დადებითად ვაფასებთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდ სამართლებრივ სივრცეში უნდა გაგრძელდეს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში მონაწილე ადვოკატებს კვლავაც მიეცემათ შესაძლებლობა შეუზღუდავად და ყველანაირი ჩარევის გარეშე განახორციელონ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ეფექტიანი იურიდიული დახმარება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close