პოლიტიკა

,,ჩვენ არ გვაქვს არც ერთი თავისუფალი ტელევიზია, ყველას გახსნილი აქვს საკუთარი ჯიხური…”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_  როგორც ცნობილია, გუშინ, გაგრის გენოციდთან დაკავშირებული ჩვენი აქცია არ ჩართო არც ერთმა ტელეარხმა და პრაიმ-ტაიმიდან ასევე ერთსულოვნად მოხსნა ყველამ. საბოლოოდ დავრწმუნდი—– ჩვენ არ გვყავს არც ერთი თავისუფალი ტელევიზია. ყველას გახსნილი აქვს საკუთარი ჯიხური.ქვეყანა ნამდვილად კიდიათ ფეხზე. ლეიბორისტული პარტია ტოტალურ ბლოკადაშია ყველა ძალის მხრიდან, ვინც ფლობს ტელევიზიებს პოზიცია იქნება თუ თვით–ოპოზიციად წოდებული. სამაგიეროდ, გალში კიდევ ერთხელ აცეკვეს ქართველები ქართველთა საფლავებზე. შევეგუოთ, რომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ამ ტელევიზიების გარეშე. ამას გვთხოვს საქართველო!!! მე კიდევ შემიძლია გავიგო როდესაც გვბლოკავენ პარტიული კონკურენციის გამო, მაგრამ იმ ტრაგედიაზე რომელიც ეხება ქართველთა გენოციდს, ერის გადარჩენასთან დაკავშირებულ ინიციატივებს,დაბლოკვა,ცენზურა,პოლიტიკური სიშლეგე, ჩემთვის არა მარტო გაუგებარი—-დანაშაულებრივია. თქვე მამაცხონებულებო, კარგი, ჩვენზე გასაგებია, რაც გაწუხებთ—-ერთი სიუჟეტი მაინც გაგეკეთებინათ,ჩვენი ხსენების გარეშე, გაგრის სტადიონზე, ქართველთა მოჭრილი თავებით რუსი სამხედროები მიერ ჩადენილი მხეცობის შესახებ. არაფერი არ გამოვა თქვენგან, სამწუხაროდ.

Related Articles

Back to top button
Close