მსოფლიო

ტრანსგენდერმა შვილი გააჩინა

21 წლის ჰაიდენ კროსმა გოგო გააჩინა, რომელსაც ტრინიტი-ლი ლუისი დარქვეს. კროსი ადრე ქალი იყო და პეიჯი ერქვა. დიდ ბრიტანეთში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრანსგენდერის მიერ შვილის გაჩენა ცნობილი გახდა, – წერს Daily Mail-ი.

თავისი ფეხმძიმობის შესახებ ჰაიდენმა იანვარში განაცხადა. მანამდე, როგორც კაცი, ის ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა, რაც ორსულობის დროს შეწყვიტა. მომავალი ბავშვის “მამა” მან Facebook-ში იპოვა და დაარწმუნა, რომ დონორი გამხდარიყო.

ივნისში ცნობილი გახდა კიდევ ერთი ამერიკული გეი წყვილის შესახებ, რომელიც ბავშვს ელოდება. ექიმების თქმით 34 წლის ტრისტან რისი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ქალი იყო, ბიჭს გააჩენს.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close